ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი პოლონეთში დრონების შეჭრით ნატოს ტესტირებას ახორციელებს
მინისტრი რადოსლავ სიკორსკი არ დაეთანხმა ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა "შეცდომაა" და აღნიშნა, რომ შვიდი საათის განმავლობაში 19 დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა შემთხვევითი ვერ იქნებოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი პოლონეთში დრონების შეჭრით ნატოს ტესტირებას ახორციელებს
/ Reuters
 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსული დრონები, რომლებმაც გასულ კვირას პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, მიზნად ისახავდნენ ნატოს რეაქციის შემოწმებას სრულმასშტაბიანი ომის პროვოცირების გარეშე.

სიკორსკიმ ბრიტანულ გაზეთ "Guardian"-თან საუბრისას განაცხადა: "საინტერესოა, რომ ყველა მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა; ეს მაფიქრებინებს, რომ რუსეთი ცდილობს ჩვენს გამოცდას ომის დაწყების გარეშე".

მან უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ დაახლოებით 19 დრონიდან მხოლოდ სამი ან ოთხი ჩამოაგდეს და განაცხადა: "დრონებმა ვერ მიაღწიეს მიზნებს და მცირე ზიანი მიაყენეს ობიექტებს; არავინ დაშავებულა. უკრაინაში რომ მომხდარიყო ეს ინციდენტი, უკრაინული სტანდარტებით, ეს 100%-იანი წარმატება იქნებოდა".

სიკორსკიმ დასძინა, რომ მსხვერპლის არსებობის შემთხვევაში, ვარშავის რეაქცია "ბევრად უფრო მკაცრი" იქნებოდა.

შეცდომა არ არის

სიკორსკიმ კატეგორიულად უარყო ტრამპის განცხადება, რომ "რუსული დარღვევები შესაძლოა შეცდომა იყო".

სიკორსკიმ განაცხადა: "შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ ერთმა ან ორმა დრონმა მიზანს გადაუხვია, მაგრამ 19 შეცდომა ერთ ღამეში შვიდი საათის განმავლობაში? ბოდიშით, ამის არ მჯერა".

რუსულმა მხარემ უარყო პოლონეთის განზრახ დამიზნების ბრალდებები.

სიკორსკიმ "X"-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში მოსკოვი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებში დაადანაშაულა და დაწერა: "რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ დრონებმა შემთხვევით დაარღვიეს პოლონეთის საჰაერო სივრცე, ხოლო რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ამტკიცებს, რომ რუსული დრონები ფიზიკურად ვერ მიაღწევენ პოლონეთს. რომელ რუსულ ტყუილს უნდა ვენდოთ?".

ნატომ პარასკევს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავის განლაგებით გააძლიერებს დაცვას მომავალი დრონების თავდასხმებისგან.

აღმოაჩინეთ
ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის კორვეტსა და სატვირთო გემზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა
დემოკრატებმა შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში 10 წლის უდიდესი უმრავლესობა მოიპოვეს
ღაზაში 2025 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ და უფრო მეტადაც აღემატება
ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
მინისტრი ქურუმი: „ჩვენი საერთო სახლისთვის - დედამიწისთვის გამოსავლის ძიებას არ შევწყვეტთ“
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა კლეიტონმა განაცხადა, რომ სისტემებში შესაძლოა უფრო მეტი შეფერხება მოხდეს
ლიბიაში გაეროს მისიამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებულია
უკრაინა: „რუსეთის სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“
ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანზე თავდასხმები შესაძლოა ახალი წლის შემდეგ განახლდეს
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ფიდანი: აშშ თავის გლობალურ სტრატეგიას ხელახლა განიხილავს
მინისტრი ფიდანი: იემენის ტერიტორიაზე სამხედროების განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არს
თბილისში თურქეთის ელჩმა, არიმ, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები შეაფასა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“