ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
ნატოს საჰაერო მორიგეობას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები გადაიბარებს
ნატოს საჰაერო მორიგეობას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები გადაიბარებს
ნატოს საჰაერო მორიგეობას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები გადაიბარებს
ნატოს საჰაერო მორიგეობას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები გადაიბარებს / َAA
 

ამასიის პროვინციის მერზიფონის რაიონში მდებარე მე-5 მთავარი რეაქტიული ბაზის სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი 151-ე რეაქტიული ესკადრილიის სარდლობის („თუნჩ ფილო“) ქვედანაყოფები ნატოს გაძლიერებული საჰაერო პოლიციის 73-ე როტაციის მისიის ფარგლებში რუმინეთში, ფეტეშტის ავიაბაზაზე გადაადგილდნენ.

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში მყოფი 5 F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი და პირადი შემადგენლობის 111 წევრი 4 თვის განმავლობაში ფეტეშტის ავიაბაზაზე იმსახურებს. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ქვედანაყოფები, რომლებიც მისიას 2026 წლის 1 დეკემბერს ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ქვედანაყოფებისგან გადაიბარებენ, 2027 წლის 1 აპრილამდე ნატოს საჰაერო სივრცის დაცვას უზრუნველყოფენ.

მერზიფონის მე-5 მთავარი რეაქტიული ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ალფერ გეზერავჯიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები კვლავაც რჩება რეგიონული და გლობალური მასშტაბით მშვიდობის, სტაბილურობისა და კოლექტიური თავდაცვის ერთ-ერთ უძლიერეს გარანტად.

გეზერავჯიმ აღნიშნა, რომ ეს მისია ნატოს ერთიანი უსაფრთხოების არქიტექტურაში მოკავშირეთა სოლიდარობისა და ურთიერთთავსებადობის შესაძლებლობის მნიშვნელოვანი ასახვაა და განაცხადა:

„ჩვენი საჰაერო სივრცისა და ალიანსის გეოგრაფიული არეალის უსაფრთხოებისთვის გამოვლენილი სიმტკიცე დღეს კიდევ ერთხელ ვლინდება ამ მისიით, რომელსაც ჩვენს მოკავშირეებთან მხარდამხარ ვახორციელებთ. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები გამოირჩევა არა მხოლოდ თავდაცვისა და მეთვალყურეობის პასუხისმგებლობით, არამედ იმითაც, რომ საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ველზე ინიციატივის აღების უნარის მქონე, მაღალი შემაკავებელი ძალის, თანამედროვე და მძლავრი დამრტყმელი ძალაა. წვრთნიდან ოპერაციამდე, ფრენის უსაფრთხოებიდან ტექნიკურ უზრუნველყოფამდე ყველა ეტაპზე ჩვენ მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტები ამ მისიის ყველაზე ეფექტურად შესრულების მთავარი საყრდენია“.

გეზერავჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთში მისიის შესრულებისას ესკადრილიის გამორჩეული პირადი შემადგენლობა თურქეთს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს უმაღლესი დისციპლინით, ღირსებითა და წარმატებით წარმოადგენს და განაცხადა: „მისიის განმავლობაში უსაფრთხოების პრიორიტეტზე კომპრომისის გარეშე, მოკავშირეთა ქვედანაყოფებთან სრულ ჰარმონიაში მუშაობით საუკეთესოდ შევასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ამასთან დაკავშირებით, მისიაში მონაწილე მთელ ჩვენს პირად შემადგენლობას დიდ წარმატებას ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება უსაფრთხო და უავარიო მისიის პერიოდი, რომლითაც ჩვენი ერი იამაყებს“.

აღმოაჩინეთ
მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი ფალანდოქენში გაიმართება
ბანგლადეშმა საპროტესტო აქციების შემდეგ ტანსაცმლის ინდუსტრიის მუშაკებისთვის  ხელფასი 36%-ით გაზარდა
აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა
ტრამპი: „ირანთან ომის დასრულება ნებისმიერ დროს შეგვიძლია“
Axios: „Anthropic-სა და OpenAI-ს გაცილებით უფრო განვითარებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები აქვთ
ნატოს სამძიმრის გზავნილი ესქიშეჰირში ვერტმფრენის კატასტროფაში დაღუპული ჯარისკაცების გამო
კვლევა: „გერმანიაში უმრავლესობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება“
აშშ-ის სენატორები ღაზაში ზამთრის დახმარების შესატანად ისრაელზე ზეწოლისკენ მოუწოდებენ
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა და უკრაინამ გაეროში შავ ზღვასა და ენერგოობიექტებზე იერიშებში ერთმანეთი დაადანაშაულეს
გაერო: „2025 წელს ახლო წრის პირების მიერ ქალთა მკვლელობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი დარჩა“
აშშ-ის საფონდო ბირჟებმა Nvidia-ს მიერ ჰუანგის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ზრდა დაიწყო
თურქეთი შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობისთვის „ეფექტიან მექანიზმს“ შეიმუშავებს
გერმანიის ქალაქ მიოლნში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული თურქეთის სამი მოქალაქე გაიხსენეს
ირანი: „გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ბლოკადას სამხედრო მეთოდებით გაარღვევს“