ესპანეთის ყველა დიდ ქალაქში ათასობით ადამიანი, ცივი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქუჩებში გამოვიდა და ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტა.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ესპანეთში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები გაიმართა.
ათასობით ადამიანმა, ამინდის პირობების გაუთვალისწინებლად, გააპროტესტა გენდერული ნიშნით ძალადობის, გენდერული უთანასწორობისა და სიძულვილის ენის გავრცელება.
ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, სადაც ორმა სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა ქალაქის სხვადასხვა ადგილას ერთდროულად გამართა საპროტესტო მსვლელობა.
ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ მსვლელობაში მონაწილეობდნენ ულტრამემარცხენე პარტია „პოდემოსისა“ და მემარცხენე პარტიების ახალი ალიანსის, „ფართო ფრონტის“ მხარდამჭერები. მეორე მსვლელობაში კი მონაწილეობდნენ ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის (PSOE) და მთავარი ოპოზიციური, მემარჯვენე სახალხო პარტიის (PP) წარმომადგენლები.
ესპანეთის სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის ბარსელონაში, სევილიასა და ბილბაოში, საპროტესტო აქციებს ასევე მრავალი ადამიანი შეუერთდა.
ესპანეთში მიმდინარე წელს მეუღლეებისა თუ პარტნიორების მხრიდან ძალადობის შედეგად დაღუპული ქალების რაოდენობამ 48-ს მიაღწია.













