ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
პოლონეთს სურს თურქეთთან თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის განვითარება
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სფეროში თავის საქმიანობაში პოლონეთი თურქეთის გამოცდილებასა და გადაწყვეტებს გამოიყენებს.
პოლონეთს სურს თურქეთთან თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის განვითარება
პოლონეთს სურს თურქეთთან თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის განვითარება / TRT Georgian
 

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა, რომ მათ სურთ თურქეთთან თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის განვითარება.

შეხვედრების გასამართად დედაქალაქ ანკარაში მყოფმა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ სოციალურ პლატფორმა X-ზე საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პოლონეთ-თურქეთის თავდაცვითი თანამშრომლობა მისი სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

სობკოვიაკ-ჩარნეცკამ აღნიშნა, რომ ნატოს ფარგლებში ორი ქვეყნის სამხედროები ერთმანეთის უსაფრთხოებას უჭერენ მხარს და განაცხადა, რომ სურს, თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი პოლონელმა და თურქმა ინჟინრებმა ერთობლივად ჩამოაყალიბონ.

სობკოვიაკ-ჩარნეცკამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თურქეთი არმიის მოდერნიზაციას ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან ერთად ახორციელებს და აღნიშნა, რომ ეს მიდგომა ასევე ხელს უწყობს ადგილობრივ ინდუსტრიას, მეცნიერებას, დასაქმებასა და ექსპორტს.

სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში პოლონეთის საქმიანობაში თურქეთის გამოცდილება და გადაწყვეტები იქნება გამოყენებული.

აღმოაჩინეთ
მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი ფალანდოქენში გაიმართება
ბანგლადეშმა საპროტესტო აქციების შემდეგ ტანსაცმლის ინდუსტრიის მუშაკებისთვის  ხელფასი 36%-ით გაზარდა
აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა
ტრამპი: „ირანთან ომის დასრულება ნებისმიერ დროს შეგვიძლია“
Axios: „Anthropic-სა და OpenAI-ს გაცილებით უფრო განვითარებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები აქვთ
ნატოს სამძიმრის გზავნილი ესქიშეჰირში ვერტმფრენის კატასტროფაში დაღუპული ჯარისკაცების გამო
კვლევა: „გერმანიაში უმრავლესობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება“
აშშ-ის სენატორები ღაზაში ზამთრის დახმარების შესატანად ისრაელზე ზეწოლისკენ მოუწოდებენ
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა და უკრაინამ გაეროში შავ ზღვასა და ენერგოობიექტებზე იერიშებში ერთმანეთი დაადანაშაულეს
გაერო: „2025 წელს ახლო წრის პირების მიერ ქალთა მკვლელობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი დარჩა“
აშშ-ის საფონდო ბირჟებმა Nvidia-ს მიერ ჰუანგის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ზრდა დაიწყო
თურქეთი შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობისთვის „ეფექტიან მექანიზმს“ შეიმუშავებს
გერმანიის ქალაქ მიოლნში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული თურქეთის სამი მოქალაქე გაიხსენეს
ირანი: „გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ბლოკადას სამხედრო მეთოდებით გაარღვევს“