კოლუმბიაში სასკოლო ავტობუსის ავარიას მრავალი ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა
ავტობუსს, რომელსაც სასკოლო ექსკურსიის შემდეგ „ანტიოკენიოს“ ლიცეუმის მოსწავლეები გადაჰყავდა, გეზი კარიბის ზღვის ქალაქ ტოლუდან მედელინისკენ ჰქონდა აღებული.
გუბერნატორის ინფორმაციით, კოლუმბიის ჩრდილოეთით მდებარე სასოფლო რეგიონში, მოსწავლეების გადამყვანი ავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
კვირას, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ანტიოკიის გუბერნატორმა, ანდრეს ხულიანმა დაადასტურა, რომ ავტობუსს „ანტიოკენიოს“ ლიცეუმის მოსწავლეები გადაჰყავდა, რომლებიც ტოლუდან მედელინში ბრუნდებოდნენ. მან აღნიშნა, რომ მოსწავლეებმა სანაპიროზე სკოლის დამთავრება აღნიშნეს და დასძინა: „ეს დეკემბრის თვეში მთელი საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე ახალი ამბავია.“
რენდონის (გუბერნატორის) მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი გადარჩენილი ამბობს: „მეძინა, უცებ კივილის ხმა გავიგე, ამის შემდეგ კი არაფერი მახსოვს.“
სამაშველო ჯგუფებს გადარჩენილების ამოყვანა სახიფათო ხრამიდან საკაცეებით მოუხდათ.
პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ პლატფორმა X-ზე დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა: „არ მიყვარს, როცა ახალგაზრდები იღუპებიან. განსაკუთრებით არ მიყვარს, როცა ეს მაშინ ხდება, როდესაც ისინი სწავლობენ ან ბედნიერად ისვენებენ.“