თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დურანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი დღეს სტამბოლში საბერძნეთის პრეზიდენტს, კონსტანტინოს ტასულასის შეხვდება.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე შეხვედრასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
დურანმა თავის განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 2026 წლის 28 ნოემბერს სტამბოლში საბერძნეთის პრეზიდენტ კონსტანტინოს ტასულასისთან შეხვედრას გამართავს“.
შეხვედრა დოლმაბაჰჩეს სამუშაო ოფისში გაიმართება.













