თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა UNESCO-ს გენერალური დირექტორი ხალედ ელ-ენანი მიიღო.
პრეზიდენტის დოლმაბაჰჩეს ოფისში პრესისთვის დახურულ რეჟიმში გამართულ მიღებას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბურჰანეთინ დურანი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აქიფ ჩაღათაი ქილიჩი.













