ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის უმცროსი და, დარლინ გრემ ნორდონი, აშშ-ის სენატში იმუშავებს გარდაცვლილი სენატორის უფლებამოსილების ვადის იანვარში ამოწურვამდე.
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
 

სამხრეთ კაროლინის გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის უმცროსი და სენატში გრემის უფლებამოსილების ვადის შესავსებად დანიშნა. ეს დანიშვნა განხორციელდა რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მოუწოდა მაკმასტერს გრემის არჩევისკენ.

დარლინ გრემ ნორდონი აშშ-ის სენატში იმუშავებს იანვრამდე, როდესაც იწურება ლინდსი გრემის უფლებამოსილების ვადა, რომელიც გასულ უქმეებზე 71 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

მაკმასტერმა ორშაბათს დანიშვნის შესახებ გამოცხადებისას თქვა: „ჩემთვის პატივია, ვთხოვო გრემის უმცროს დას, დარლინ გრემს, ახლა მისი ძმის სახელით დაასრულოს საქმე“.

დარლინ გრემ ნორდონმა კი აღნიშნა: „ლინდსი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ახლა კი მე ვიქნები მის გვერდით. ჩემი ძმა საუკეთესო ადამიანი, არაჩვეულებრივი ლიდერი და ნამდვილად კარგი კაცი იყო“.

ტრამპმა მანამდე ამ თანამდებობაზე დარლინ გრემი შესთავაზა და Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში ეს დანიშვნა გრემისადმი „პატივისცემის შესანიშნავ გამოხატულებად“ შეაფასა.

მაკმასტერმა X-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „დღეს ჩემთვის პატივია დარლინ გრემის დანიშვნა მისი ძმის უფლებამოსილების ვადის დასასრულებლად და მისი სამსახურის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად“.

ლინდსი გრემი, რომელიც არასდროს ყოფილა დაქორწინებული და არ ჰყოლია შვილები, დასთან განსაკუთრებით ახლოს იყო.

გრემის დედა გარდაიცვალა, როდესაც ის 20 წლის იყო, ნორდონი კი - 12-ის. ამ შემთხვევიდან თითქმის ორი წლის შემდეგ მათი მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.

მაშინ 22 წლის გრემმა ოფიციალურად იშვილა თავისი 13 წლის და, რათა მას სკოლა დაემთავრებინა და იგი ძირითადად თავად გაზარდა.

ვარაუდობენ, რომ დარლინ გრემის დანიშვნა დროებითი იქნება.

სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელები 11 აგვისტოს სპეციალურ პრაიმერისს გამართავენ ნოემბრის არჩევნებისთვის კანდიდატის შესარჩევად. გამარჯვებული კანდიდატი სენატში ექვსწლიან მუშაობას იანვარში დაიწყებს.

აღმოაჩინეთ
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს
აშშ-ში მასშტაბური ტექნოლოგიური შეფერხებების შემდეგ კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს
ზელენსკი: შეხვედრაზე, რომელშიც ის არ მონაწილეობს, უკრაინის შესახებ საუბარი შეცდომაა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვოტრენმა აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში იმყოფებიან
ელ-ნინიოს გვალვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დრონებით თავდასხმა: დაღუპულია 4 ადამიანი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ტყვეების დღემდე ყველაზე დიდ გაცვლას დათანხმდა
აშშ-ში, თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ევროპაში მდებარე აშშ-ის ბაზები მიზანში ამოიღოს
ბერლინიდან ანტალიამდე — გლობალური კლიმატური დიპლომატიის 31-წლიანი თავგადასავალი