ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
პეტრო: კოლუმბიას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ემუქრებიან
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ, უარყო აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ბრალდებები და პირობა დადო, რომ კოლუმბიის სუვერენიტეტს „სიცოცხლის ფასად“ დაიცავენ.
პეტრო: კოლუმბიას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ემუქრებიან
პეტრო: კოლუმბიას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ემუქრებიან / AP
 

კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ აშშ, ნარკოტიკებთან ბრძოლის საბაბით, მის ქვეყანას ნარკოტრაფიკში ადანაშაულებს და ემუქრება.

პეტრო ხუთშაბათს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კოლუმბიის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს და დაიცვა თავისი ქვეყანა იმ ბრალდებებისგან, თითქოს ის ნარკოტიკების კონტრაბანდას არ ებრძვის.

კოლუმბიის ლიდერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ დანაკარგისა, რაც კოლუმბიელებმა წლების განმავლობაში მიმდინარე ნარკოომში განიცადეს, ქვეყანას მაინც ემუქრებიან, ხოლო კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კოლუმბია ნარკოტრაფიკს არ ებრძვის. სამხედრო მოსამსახურეებისადმი მიმართვისას მან განაცხადა: „მთავარსარდლის ბრძანება ასეთია: ჩვენს სუვერენიტეტს სიცოცხლის ფასად დავიცავთ. კოლუმბიის დაშინება შეუძლებელია. ისინი, ვინც ამ მუქარას სისრულეში მოიყვანენ, კოლუმბიელ ხალხში მძინარე იაგუარს გააღვიძებენ.“

პეტრომ გააკრიტიკა ნარკოორგანიზაციებთან ბრძოლის საბაბით კარიბის ზღვის აუზში მიმდინარე აშშ-ის ოპერაციები და განაცხადა, რომ ეს „მათ ამცირებს და კოლუმბიელი ხალხი ამის გამო იტანჯება“.

პეტრომ მანამდე ტრამპი ნარკოტიკების მწარმოებელი ლაბორატორიების განადგურებისკენ მიმართული ძალისხმევის სანახავად მიიწვია და აღნიშნა, რომ სამართალდამცველები ყოველ 40 წუთში ერთ ლაბორატორიას ანადგურებენ.

სამშაბათს ტრამპმა განაცხადა: „კოლუმბია, კოლუმბიის სახელმწიფო კოკაინს აწარმოებს. ნებისმიერი, ვინც ამას აკეთებს და ჩვენს ქვეყანაში ყიდის, შეიძლება თავდასხმის სამიზნე გახდეს“.

აშშ, რომელმაც ბოლო თვეებში ლათინურ ამერიკაში სამხედრო ოპერაციები საზღვაო ქვეითების, სამხედრო გემების, გამანადგურებლების, ბომბდამშენების, წყალქვეშა ნავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების განთავსებით გააფართოვა, აცხადებს, რომ მათი მიზანი ნარკოტრაფიკთან ბრძოლაა და სამიზნეს „ნარკოტერორისტული“ ორგანიზაციები და მათი ნავები წარმოადგენენ.

აღმოაჩინეთ
თურქეთის წითელი ნახევარმთვარისგან ღაზას 25 ათას ადამიანზე გათვლილი სასურსათო დახმარება
ირანი აცხადებს, რომ ბაჰრეინში აშშ-ის რადარებს დაარტყა
ზელენსკი: „მოკავშირეებს ესმით, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატოს წევრობაა“
უკრაინა: რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
WSJ: აშშ „უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობის“ იდეას აყენებს
აშშ-ში მასშტაბური ტექნოლოგიური შეფერხებების შემდეგ კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს
ზელენსკი: შეხვედრაზე, რომელშიც ის არ მონაწილეობს, უკრაინის შესახებ საუბარი შეცდომაა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვოტრენმა აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები დროდადრო უკრაინაში იმყოფებიან
ელ-ნინიოს გვალვამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია
სენეგალის სანაპიროსთან, დაახლოებით 100 ადამიანის გადამყვანი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა
ტრამპი APEC-ის სამიტისა და სამმხრივი შეხვედრისთვის ჩინეთშია
აშშ-მა ირანის კუნძულ კეშმზე არაერთი თავდასხმა განახორციელა
იაპონიამ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა
IMF-მ განაცხადა, რომ უკრაინასთან 1,6 მილიარდი დოლარის შეთანხმების მიმართულებით პროგრესია მიღწეული
კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს „აბსურდულად“ მიიჩნევს
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დრონებით თავდასხმა: დაღუპულია 4 ადამიანი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ტყვეების დღემდე ყველაზე დიდ გაცვლას დათანხმდა
აშშ-ში, თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ევროპაში მდებარე აშშ-ის ბაზები მიზანში ამოიღოს
ბერლინიდან ანტალიამდე — გლობალური კლიმატური დიპლომატიის 31-წლიანი თავგადასავალი