ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
ჰილარი კლინტონი ტრამპის ადმინისტრაციას ეპშტეინის ფაილების „დაფარვაში“ ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა, რომ მას ჯეფრი ეპშტეინთან „არანაირი კავშირი არ ჰქონია“.
ჰილარი კლინტონი ტრამპის ადმინისტრაციას ეპშტეინის ფაილების „დაფარვაში“ ადანაშაულებს
ჰილარი კლინტონი ტრამპის ადმინისტრაციას ეპშტეინის ფაილების „დაფარვაში“ ადანაშაულებს / AFP

ჰილარი კლინტონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეპშტეინის ფაილების „მიჩქმალვაში“ დაადანაშაულა. BBC-ის ცნობით, ბერლინში გამართულ ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა სამშაბათს განაცხადა: „გაასაჯაროვეთ ფაილები. ისინი პროცესს აფერხებენ“.

სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინი, რომელიც არასრულწლოვანი გოგონების ტრეფიკინგის ფედერალური ბრალდებით სასამართლო პროცესს ელოდებოდა, 2019 წელს ნიუ-იორკის ციხეში თვითმკვლელობით გარდაცვლილი იპოვეს.

კლინტონების წყვილი კონგრესის კომიტეტის წინაშე ჩვენებას მისცემს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი კომიტეტის წინაშე 27 თებერვალს წარდგება, ჰილარი კლინტონი კი — ერთი დღით ადრე.

ბილ კლინტონმა, რომლის სახელიც ფიგურირებს ეპშტეინის საქმეში, განაცხადა, რომ ის ხვდებოდა ეპშტეინს, თუმცა მასთან ყოველგვარი კონტაქტი დაახლოებით ოცი წლის წინ გაწყვიტა.

„დასამალი არაფერია“

ჰილარი კლინტონმა BBC-ისთან ინტერვიუში აღნიშნა: „ჩვენ მივალთ ჩვენების მისაცემად, თუმცა მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, თუ ეს პროცესი საჯაროდ წარიმართება“.

„მე მხოლოდ სამართლიანობა მსურს“, — განაცხადა კლინტონმა, — „მინდა, ყველას ერთნაირად მოეპყრონ. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. არაერთხელ მოვუწოდეთ ამ ფაილების სრულად გამოქვეყნებისკენ. გვჯერა, რომ მზის შუქი საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა“.

როდესაც ტრამპს BBC-ის ინტერვიუში ჰილარი კლინტონის კომენტარების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ თავადაც არაფერი აქვს დასამალი.

„მე გავთავისუფლდი ყოველგვარი ეჭვისგან. ჯეფრი ეპშტეინთან არანაირი კავშირი არ მქონია. მათ რაღაცის პოვნის იმედით ჩაატარეს მოკვლევა, მაგრამ სრულიად საპირისპირო აღმოაჩინეს. ახლა თავადვე ეხვევიან ამაში. ეს მათი პრობლემაა... კლინტონი და მრავალი დემოკრატი ამ პროცესშია ჩართული“, — განაცხადა ტრამპმა.

აღმოაჩინეთ
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ „TRT World ფორუმ 2026-ზე“ სიტყვით მიმართა დამსწრეებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა „მექის თავდაცვის ალიანსი“ შეაფასა
TRT World ფორუმი დაიწყო: გლობალური სისტემის მომავალი სტამბოლში განიხილება
თურქეთის თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობამ საექსპორტო წარმატება გაამყარა
რუბიომ უარყო მტკიცება, რომ პოსტს დატოვებას და თეთრი სახლისთვის კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს
ოთხი ქვეყნის დაგმობა ჰუსიტების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მცდელობის გამო
ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის მიერ დახმარების შეწყვეტის შემდეგ „თავზარდაცემული დარჩა"
აშშ-მა კუბის არმიისა და ენერგომომარაგების ქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე დიდი აქცია: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა
ნატო-უკრაინის საბჭო ბრიუსელში საგანგებოდ შეიკრიბა
პრეზიდენტი ერდოღანი: „8 ნოემბერს აზერბაიჯანში ვიზიტს ვგეგმავ“
საბერძნეთში მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის წინ მთავრობა მზადყოფნაშია
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
მინისტრი ჩიფჩი: „იტალიასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ“